Sunday, September 27, 2015

ტრენინგის მერვე დღე

                                                 დღე  VIII
1)   გამეორება
2)  ფასილიტაციის რესურსის შექმნა.
3)  პროექტის პორტფოლიოს გადახედვა
4)  ბლოგზე ატვირთვა-გაჯეტი
         სიის გაჯეტი
1.გამეორება. მერვე დღეც გამეორებით დავიწყეთ-გავიხსენეთ წინა დღეებში ნასწავლი მასალა.გავიხსენეთ თითოეული მოსწავლის უნარ-ჩვევები და შესაძლებლობები.               2.ფასილიტაციის რესურსის შექმნა. დავიწყეთ ფასილიტაციის რესურსის შექმნა.ცალ-ცალკე გამოვყავით განსაკუთრებული საჭიროების მქონე მოსწავლეები,ნიჭიერი  და ნაკლებად ნიჭიერი მოსწავლეები,თითოეულს მივეცით მითითებები,თუ რა უნდა გააკეთონ პროექტის მსვლელობის დროს.
ამ რესურსით მოსწავლე იგებს კონკრეტულ მითითებებს და მას უმუშავდება დამოუკიდებელი უნარ -ჩვევები.ეს მეთოდი მასწავლებელს ეხმარება ყველა მოსწავლე დატვირთოს შეძლებისდაგვარად და მისცეს ინდივიდუალური დავალებები.
3.პროექტის პორტფოლიოს გადახედვა. გადავხედეთ პროექტის პორტფოლიოს,შევასწორეთ თუ სადმე შეცდომები გვქონდა,შეუცვალეთ სახელები საქაღალდეში და ავტვირთეთ პორტფოლიო ბლოგზე.
ტრენერი გვესაუბრა ელექტრონული რესურსის შექმნაზეც და აგვიხსნა რამდენად მნიშვნელოვანია მასწავლებელი ფლობდეს ამ უნარ-ჩვევას.
ძალიან ბევრი ვისწავლე დღევანდელი ტრენინგიდან,რომელსაც აუცილებლად გამოვიყენებ ჩემს პედაგოგიურ საქმიანობაში.

No comments:

Post a Comment