Wednesday, September 30, 2015

ტრენინგის მეცხრე დღე

                                                      დღე მეცხრე
1.გამეორება.
2.პროექტების პრეზენტაცია
3.მუშაობა ბლოგში-გაჯეტები,HTML-გაჯეტი
4.ტრენინგის შეჯამება.
 1.გამეორება..ტრენინგი ისევ დავიწყეთ წინა მასალების გამეორებით. გავიხსენეთ როგორ ხდება ბლოგზე ატვირთვა,ავტვირთეთ პროექტის მასალები,გზამკვლევი.
2.პროექტების პრეზენტაცია. თითოეულმა მასწავლებელმა წარმოადგინა თუ რამ პროექტები გაუკეთებია,ერთმანეთს ვუზიარებდით აზრებს და იდეებს,საკუთარ გამოცდილებას,ბევრი პროექტი მართლაც იმსახურებდა მოწონებას.შენიშვნებს გავითვალისწინებ მომავალში.
3.მუშაობა ბლოგში.ვისწავლეთ ბლოგში ახალი გვერდების ჩასმა,დავასათაურეთ თითოეული გვერდი.ასევე ვისწავლეთ ამ გვერდების წაშლა და დამალვა.
4.ტრენინგის შეჯამება.შევაჯამეთ შესწავლილი მასალა.ძალიან ნაყოფიერი და ბევრი ცოდნისმომცემი ტრენინგები იყო.ამ ცოდნას კი სკოლაში მუშაობისას გამოვიყენებ.
თან ვასწავლი მათ ბუკლეტების გაკეთებას,Power-pointში მუშაობას,
და ბოლოს მინდა მადლობა გადავუხადო  ჩვენი პროექტის ხელმძღვანელს ქალბატონ ქეთი ცერაძეს იმ დიდი ენთუზმისა და შრომისმოყვარეობისათვის რომელიც ჩვენს მიმართ გამოიჩინა.მისი წყალობით ვისწავლეთ ტექნოლოგიების გამოყენება პროექტებით სწავლებაში.

No comments:

Post a Comment